ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა

აღმოსავლეთ–დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) "საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების" (G-PAC) პროგრამა აცხადებს საბუთების მიღებას ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაზე. სულ დაფინანსდება საჯარო პოლიტიკის, სახელმწიფო მართვის, პოლიტიკური მეცნიერებების, ეკონომიკის და სხვა მონათესავე სპეციალობების 30 მაგისტრანტი და დოქტორანტი სტუდენტი.

გრანტის მოცულობა: $250 თვეში
სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვემდე
საბუთების მიღება: ღია (საგანაცხადო ფორმები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ყოველი თვის ბოლო პარასკევამდე)

სტაჟირების ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 6 თვემდე, წელიწადის ნებისმიერ დროს, მათ შორის, ზაფხულშიც. სტაჟირების გავლა შესაძლებელია წამყვან ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებში ან საჯარო უწყებებში. სტაჟიორებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ საჯარო პოლიტიკის კვლევაში ან/და ფაქტებზე დამყარებული ადვოკატირების კამპანიის განხორციელებაში. სტაჟირებები, რომელთა უდიდესი ნაწილი ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებას ეთმობა, არ დაფინანსდება. სტაჟირების გავლა შესაძლებელია როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. აპლიკანტებს რეგიონებიდან მიენიჭებათ უპირატესობა.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მაგისტრანტ და დოქტორანტ სტუდენტებს, რომლებიც ამჟამად სწავლობენ უმაღლეს სასწავლებლებში ან ცოტა ხნის წინ დაასრულეს სწავლა და ბაკალავრის ხარისხის მქონე სტუდენტებს, რომლებიც მაგისტრატურაზე აპირებენ სწავლის გაგრძელებას. სასურველია, რომ სტუდენტებმა სტაჟირებაში აკადემიური კრედიტები მიიღონ. უპირატესობა სწორედ იმ აპლიკანტებს მიენიჭებათ, რომელთაც ეს საკითხი უმაღლეს სასწავლებლებთან წინასწარ ექნებათ შეთანხმებული.

საბუთების მიღება დაწყებულია!

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

EWMI G-PAC-ის საგანაცხადო ფორმა;
სამოტივაციო წერილი;
ოფიციალური წერილი არასამთავრობო ორგანიზაციიდან ან საჯარო უწყებიდან, რომლითაც ორგანიზაცია/უწყება ადასტურებს, რომ დაფინანსების შემთხვევაში მიიღებს სტაჟიორს;
ავტობიოგრაფია (CV);
სამი რეკომენდატორის სახელი და გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია;
 პირადობის მოწმობის ასლი.

საგანაცხადო ფორმები მიიღება როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე, თუმცა, ინგლისური უკეთესია. სტაჟირების განმავლობაში EWMI G-PAC-ისთვის ანგარიშის წარდგენა მოხდება მხოლოდ ინგლისურ ენაზე. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ან G-PAC-ის ვებ-გვერდზე http://www.ewmi-gpac.org, Facebook-ის გვერდზე: http://www.facebook.com/internshipgrant ან EWMI G-PAC-ის ოფისში (მარჯანიშვილის ქ. #5, მესამე სართული), სამუშაო საათების განმავლობაში, 9:00 - 17:00 საათამდე.

კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით მარიამ ვარდანაშვილს, პროგრამის კოორდინატორს, ელ. ფოსტით vmaria@ewmi-gpac.org ან ტელეფონით (32) 20 2444, შიდა: 104. საბუთები გაუგზავნეთ მარიამ ვარდანაშვილს ელ. ფოსტით ან ამობეჭდილი სახით (მარჯანიშვილის ქ. 5, მესამე სართული, თბილისი).

პარასკევს, 18 იანვარს, 1:00-დან 5:00 საათამდე EWMI G-PAC ონლაინ კონსულტაციას გაუწევს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს. მონაწილეობის მისაღებად დაგვიმეგობრდით და მოგვწერეთ ანაზღაურებადი სტაჟირების Facebook-ის გვერდზე ან დაგვიკავშირდით Skype-ის მისამართზე: ewmigpac.

G-PAC დაფინასებულია USAID-ის მიერ და მას აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ახორციელებს.

ბანერები