ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ანაზღაურებადი სტაჟირება სამართლის სკოლის ადმინისტრაციაში

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აცხადებს სტუდენტთა ანაზღაურებად სტაჟირებას.

მოთხოვნები:

  • სასწავლო პროცესის მონიტორინგი;
  • საჯარო ლექციებზე სტუდენტთა დასწრების მონიტორინგი;
  • 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულ ბაკალავრის კანდიდატთა სარეგისტრაციო პროცესში მონაწილეობა,
  • კერძოდ:
  • სარეგისტრაციო ბაზაში მონაცემების შეყვანა;
  •  ხელშეკრულების გაფორმების პროცესში ფაკულტეტის ადმინისტრაციის
  • თანამშრომელთა დახმარება;
  • საინფორმაციო შეხვედრებისას სტუდენტთა დახმარება;
  • სატელეფონო და ზეპირი საინფორმაციო ხასიათის კონსულტაციების გაწევა;
  • სასწავლო პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებული
  • ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება;
  • საკურიერო მომსახურება უნივერსიტეტის კანცელარიასა და სამართლის
  • სკოლის ადმინისტრაციას შორის.
  • სტუდენტთა პირადი საქმეების მოწესრიგება;
  • დიპლომის დანართების დამზადებისას ტექნიკური ხასიათის დახმარება;
  •  შიდა და გარე მობილობაში მონაწილე სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრების პროცესში დახმარება;
  •  საზაფხულო და ზამთრის სკოლებისთვის ტექნიკურ საორგანიზაციო ნაწილში დახმარება;
  • მიმდინარე სასწავლო პროცესის დროს ტექნიკური ხასიათის
  • საორგანიზაციო საკითხებში დახმარება.

სტაჟირების პირობები

ვაკანტური ადგილების რაოდენობა – 2

სტაჟირების ვადა – 2019 წლის 1-ლი აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით(ვადის გაგრძელების პერსპექტივით);

სტაჟირება ანაზღაურებადია, თვიური სარგო 250 ლარი – დარიცხული;

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საბაკალავრო საფეხურის მეორე, მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებს.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

პირველ ეტაპზე კონკურსანტები შეირჩევიან რეზიუმეების მიხედვით;

მეორე ეტაპზე გადასულები გაივლიან გასაუბრებას.

კონკურსში მონაწილეობისთვის კანდიდატმა უნდა გამოგზავნოს რეზიუმე (CV) მისამართზე vacancy@iliauni.edu.ge 2019 წლის 12-დან 20 ივლისის ჩათვლით.

გთხოვთ, საგნის ველში მიუთითოთ დასახელება „სამართლის სკოლის სტაჟიორი“.

ბანერები