ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ანაზღაურებადი სტაჟირება იუსტიციის სასწავლო ცენტრში

იუსტიციის სასწავლო ცენტრი აცხადებს სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსს, სტაჟირება ანაზღაურებადია და გაგრძელდება 6 თვის განმავლობაში. ანაზღაურება 300 ლარი.

 მოთხოვნები:
•    ფსიქოლოგიის ან სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის კურსდამთავრებული ან მაგისტრატურის სტუდენტი;
•    ანალიტიკური აზროვნების უნარი;
•    კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი მოქმედების უნარი;
•    ორგანიზებულობა;
•    პასუხისმგებლობის გრძნობა;
•    კომუნიკაბელურობა;
•    გუნდური მუშაობის უნარი.

კონკურსი ითვალისწინებს ტესტირებისა (ზოგადი უნარები) და გასაუბრების ეტაპებს.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ CV და სამოტივაციო წერილი (სავალდებულოა) შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: trainingcenter@justice.gov.ge  11 მაისამდე.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები