ანალიტიკოს/დეველოპერის ვაკანსია სამედიცინო კლინიკაში სს "კურაციო"
სამედიცინო კლინიკა სს "კურაციო" აცხადებს კონკურსს ანალიტიკოს/დეველოპერის თანამდებობის დასაკავებლად.
სამედიცინო კლინიკის ანალიტიკოს/დეველოპერის ძირითადი მოვალეობები:
• არსებული ამოცანების გააზრება და ჩამოყალიბება;
• ახალი პროგრამული უზრუნველყოფის/ვებ-საიტების/ვებ-სერვისების შექმნა;
• არსებული პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა და განვითარება.
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
• ნორმალიზირებული მონაცემთა ბაზების და ობიექტ-ორიენტირებული პრინციპების კარგი ცოდნა;
• პროგრამირების გამოცდილება Microsoft.Net (.Net 2.0 და ზევით) პლატფორმაზე;
• C#-ის სრულყოფილი ცოდნა;
• Web ტექნოლოგიების: HTML, XHTML, JavaScript, ASP.NET-ის სრულყოფილი ცოდნა და სამუშაო გამოცდილება;
• WEB სერვისებთან მუშაობის გამოცდილება;
• მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (MS SQL 2005, MS SQL 2008);
• Design Pattern-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
• გუნდური მუშაობის უნარი;
• კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება;
• დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
• სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
• პასუხისმგებლობის გრძნობა.
უპირატესობა მიენიჭებათ შემდეგი გამოცდილების მქონე კანდიდატებს:
• მინიმუმ 2 წელი მუშაობის გამოცდილება Microsoft .Net პლატფორმაზე;
• WEB ტექნოლოგიებში მუშაობის გამოცდილება (B2B აპლიკაციები);
• WEB სერვისებთან მუშაობის გამოცდილება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 15 ივნისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 832 29 47 11.