აღმოსავლეთ პარტნიორობის სტაჟირების პროგრამა
აღმოსავლეთ პარტნიორობის სტაჟირების პროგრამა, რომელსაც აფინანსებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ტექნიკური დახმარების ფონდი (EPTATF), ითვალისწინებს სამუშაო პრაქტიკას ევროპის საინვესტიციო ბანკში (EIB). პროგრამა ღიაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენელი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის.
პროგრამის მიზანია, წარმატებულ კანდიდატებს შესძინოს ინტერკულტურულ სამუშაო გარემოში მუშაობის გამოცდილება და უნარები.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი უნდა იყოს:
• აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნის (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდავეთი, ბელორუსია) მოქალაქე;
• უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ან ხსენებული ქვეყნების საუნივერსიტეტო პროგრამის დამამთავრებელი წლის სტუდენტი;
• ინგლისური და/ან ფრანგული ენის კარგად მცოდნე; უპირატესობა მიენიჭებათ რომელიმე აღმოსავლეთ ევროპული ენის მცოდნე კანდიდატებს;
• ანალიტიკური მუშაობისა და ლოგიკური მსჯელობის, ასევე გუნდური მუშაობის უნარის მქონე;
• სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება დამატებით კვალიფიკაციად (ძირითადად არა უმეტეს ორი წლისა).
სააპლიკაციო ფორმების წარდგენის ბოლო ვადაა 2012 წლის 26 თებერვალი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.