ადვოკატისა და კონსულტანტის თანაშემწის ვაკანსია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრი აცხადებს კონკურსს ადვოკატისა და კონსულტანტის თანაშემწეთა მისაღებად, საზოგადოებრივ საწყისებზე.
კონკურსში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
• იყოს იურისტი ან იურიდიული ფაკულტეტის (საერთაშორისო სამართლის) ბაკალავრიატის მე-3, მე-4 ან მაგისტრატურის კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
• იცოდეს კომპიუტერთან მუშაობა (საოფისე პროგრამები).
საჭირო საბუთები:
• განაცხადის ფორმა, რომელსაც ადგილზე შეავსებს;
• ავტობიოგრაფია (CV);
• იურისტის დიპლომის ან სტუდენტობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
• სამოტივაციო წერილი (კონკრეტულად მიუთითეთ, თუ რატომ გსურთ საიას იურიდიული დახმარების ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება, და რა მოტივაცია გაგაჩნიათ).
თანაშემწეთა მოვალეობაში შედის:
• იურიდიული დახმარების ცენტრში მოქალაქეებისაგან შემოსული კითხვა-პასუხების დაფიქსირება;
• სარჩელების, განცხადებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება;
• საკანონმდებლო სიახლეებზე მუშაობა
• ბუკლეტებისა და ლიფლეტების შედგენისას კონსულტანტების დახმარება და სხვა მოვალეობათა შესრულება.
იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწედ ყოფნა გულისხმობს 6 თვიანი კურსის გავლას. კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეები მიიღებენ სერთიფიკატს.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
1. პირველი ეტაპი - წერითი გამოცდა. წერითი გამოცდის დროს თქვენ დაგევალებათ თითო კაზუსის ამოხსნა სამოქ. ადმინისტ., სისხლის სამართლის დარგებიდან. გამოცდა ჩატარდება 2010 წლის 26 ნოემბერს, 11 საათზე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სემინარების დარბაზში, ქვემოთ მითითებულ მისამართზე. კოდექსები იქონიეთ თან.
2. მეორე ეტაპი გასაუბრება. წერითი გამოცდის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში დაბარებული იქნებით გასაუბრებაზე.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 24 ნოემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.