ადგილობრივი თვითმმართველობის აქტების ექსპერტიზის სამმართველოს მრჩევლის ვაკანსია
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს კონკურსს სამართალშემოქმედების დეპარტამენტში, ადგილობრივი თვითმმართველობის აქტების ექსპერტიზის სამმართველოს მრჩევლის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
• ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებული ნორმატიული აქტების ექსპერტიზა და შესაბამისი სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
• იუსტიციის სამინისტროში სამართლებრივი დასკვნისთვის შემოსული საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა; ასევე იმ ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა, რომლებიც მუშავდება იუსტიციის სამინისტროში;
• სხვადასხვა სახის ანგარიშების მომზადება; ცალკეულ სამართლებრივ საკითხთა შესწავლა და ხელმძღვანელი თანამდებობის პირისათვის მისი შედეგების წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი იურიდიული განათლება;
• სპეციალობით მუშაობის (მათ შორის სამართლებრივი დასკვნების შედგენის) გამოცდილება;
• ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში სათანადო თეორიული მომზადება და ამავე თემატიკაზე მუშაობის გამოცდილება;
• საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
• წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
• სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
• შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი;
• გუნდური მუშაობის უნარი.
თანამდებობრივი სარგო: 990 ლარი.
კონკურსის თემატიკა:
1. საქართველოს კონსტიტუცია;
2. "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონი;
3. "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი;
4. "საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ" საქართველოს კანონი;
5. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონი;
6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
7. "საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის #541 ბრძანებულება;
8. "საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 29 დეკემბრის #236 ბრძანება.
სააპლიკაციო ფორმების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 5 სექტემბერი.
გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება სათაურის ველში. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.