ადამიანური რესურსების მართვის ასისტენტის ვაკანსია შპს "ქაუნსელ.გე" - ში
შპს "ქაუნსელ.გე" აცხადებს მიღებას ადამიანური რესურსების მართვის ასისტენტის პოზიციაზე.
პროფესიული ცოდნა/გამოცდილება:
• უმაღლესი განათლება;
• სასურველია ადმინისტრაციულ ან ადამიანური რესურსების დეპარტამენტში მუშაობის 6 თვიანი გამოცდილება;
• ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
• საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარები:
• ორგანიზებული;
• მაღალი ლოგიკური აზროვნება;
• სისწრაფე და სიზუსტე შესრულებაში;
• მათემატიკური აზროვნება.
ძირითადი მოვალეობები:
• საკადრო დოკუმენტაციის სწორად და დროულად ადმინისტრირება;
• პერსონალის პირადი ფაილების ბაზის წარმოება, მოვლა, აღრიცხვა, (ხელშეკრულება, ბრძანება, შვებულება);
• პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ბრძანებების შექმნა/აღრიცხვა (ელექტრონულად);
• თანამშრომლების ხელშეკრულების ვადების და საშვებულებო გრაფიკის კონტროლი;
• თანამშრომლების მიერ კომპანიის შინაგანაწესის დაცვის კონტროლი (უშუალო ხელმძღვანელებთან ერთად);
• საშტატო განრიგის შექმნა.
განაცხადის ფორმის გაგზავნის ბოლო ვადაა 201 წლის 6 ნოემბერი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.