ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

აცხადებს ვაკანსიას PR მენეჯერის თანამდებობაზე.

შპს "Delta.Comm" აცხადებს ვაკანსიას PR მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:
*PR კამპანიების დაგეგმვა, ბიუჯეტირება, ორგანიზება და მონიტორინგი
*PR კამპანიების მოწყობისათვის საჭირო ადამიანებთან და კომპანიებთან ურთიერთობა, შეთანხმება და ხელშეკრულების გაფორმება
*პრესკონფერენციების და პრეზენტაციების ორგანიზება
*განცხადებების, პრეს-რელიზების, მოხსენებების, სტატიების, სარეკლამო ბროშურებისა და ბუკლეტების ტექსტების, სარეკლამო გვერდების ტექსტების
მომზადება
*ჟურნალისტების, სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ინდივიდუალური პირებისათვის ნიუსლეთერების მომზადება, დაგზავნა
*მასმედიასთან ურთიერთობა
*ყოველდღიური პრესის მონიტორინგი
*PR ღონისძიებების მასალების დაარქივება
*დიზაინერულ კომპანიებთან ურთიერთობა და სარეკლამო მასალის (პლაკატები, ბუკლეტები, ბროშურები და სხვა) მიზნობრივად გავრცელების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

*უმაღლესი განათლება მედიის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგის, ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში
*მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში
*ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა (ვერბალური და წერილობითი)
*კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel, PowerPoint, Internet) სრულყოფილი ცოდნა
*ლიდერული და ორგანიზატორული უნარ-ჩვევები
*დამაჯერებელი საუბრის უნარი
*კრეატიულობა
*ენერგიულობა
*სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@delta-comm.ge 2012 წლის 31 ივლისამდე. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები