აბონენტთა მომსახურების ასისტენტის ვაკანსია შპს-ში "ვიტელ ჯორჯია" ("მაქსიმალი")
შპს "ვიტელ ჯორჯია" ("მაქსიმალი") აცხადებს ვაკანსიას აბონენტთა მომსახურების განყოფილებაში, ასისტენტის პოზიციაზე.
სავალდებულო მოთხოვნები:
• საინფორმაციო ტექნოლოგიების ფაკულტეტის კურსდამთავრებული;
• სამუშაო გამოცდილება აბონენტთა მომსახურების და/ან ადმინისტრაციულ სფეროში;
• ინტერნეტ-სერვისებისა და ტექნიკური პარამეტრების კარგი ცოდნა;
• რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
• მოწესრიგებული, კომუნიკაბელური, პასუხისმგებლობის გრძნობით.
ძირითადი საქმიანობა:
• შემომავალი ზარების მიღება;
• დაინტერესებული აბონენტისთვის კომპანიის პროდუქტის შესახებ მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდება;
• აბონენტების შეკითხვებზე ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება, ასევე, მათი ტექნიკური პრობლემების მოგვარება;
• კომპანიაში მიმდინარე სიახლეების გაცნობა და სხვადასხვა აქციების შეთავაზება;
• არსებულ აბონენტებთან სხვადასხვა ტიპის გამოკითხვებისა და კვლევების ჩატარება;
• ტელეგაყიდვები.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 30 ივნისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 832 29 47 11.