ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

წარმოების, საცალო ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს დასაქმების ფორუმი, III დღე

ღონისძიებები

25 ივნისს, პარასკევს,11:00-დან 17:00 საათის ჩათვლით, მარი ბურდულის სახელობის დასაქმების ფორუმის ფარგლებში გაიმართება წარმოების, საცალო ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს დამსაქმებელთა შეხვედრები ილიაუნის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებთან.

შეხვედრები გაიმართება დისტანციურად zoom-ის საშუალებით და მათზე დასწრება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შეეძლებათ ბმულით: https://bit.ly/3wQquIF

ღონისძიების განრიგი:

_____________________________________________________________________________________________

11:00-12:00 სთ.: ეიჩესი ჯგუფი

ეიჩესი ჯგუფი გთავაზობთ დასაქმებას სრული განაკვეთით შემდეგ მიმართულებებზე:

  • შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი (თბილისი, ქუთაისი);
  • გაყიდვების წარმომადგენელი.

____________________________________________________________________________________________

12:00-13:00 სთ.: თბილისის ბიზნესსახლი

(შეხვედრა გაიმართება ინგლისურ ენაზე) თბილისის ბიზნესსახლი გთავაზობთ დასაქმებას არასრული/ნახევარი განაკვეთით შემდეგ მიმართულებაზე:
თარჯიმანი (სხვადასხვა ენა)

____________________________________________________________________________________________

13:00-14:00 სთ.: შპს „ლთბ“

შპს „ლთბ“ გთავაზობთ დასაქმებას სრული და არასრული/ნახევარი განაკვეთით და ანაზღაურებად სტაჟირებას შემდეგ მიმართულებებზე:

  • საწყობის კორდინატორი;
  • სივრცის ადმინისტრატორი;
  • კატეგორიის მენეჯერი;
  • გაყიდვების მენეჯერი;
  • კონსულტანტ-ოპერატორი;
  • სასაწყობე მეურნეობის მენეჯერი;
  • სამეურნეო სამსახურის მენეჯერი;
  • მოლარე-ოპერატორი;
  • რეკრუტერი.

____________________________________________________________________________________________

14:00-15:00 სთ.: ადამიანური რესურსების აუთსორსინგი

ადამიანური რესურსების აუთსორსინგი გთავაზობთ დასაქმებას სრული და არასრული/ნახევარი განაკვეთით და ანაზღაურებად და არაანაზღაურებად სტაჟირებას შემდეგ მიმართულებებზე:

  • გაყიდვების გუნდის წევრი;
  • უცხოენოვანი გაყიდვების ოპერატორი;
  • რეკრუიტინგის სპეციალისტი;
  • სოციალური მედიამენეჯერი.

____________________________________________________________________________________________

15:00-16:00 სთ.: MY Nanny

MY Nanny გთავაზობთ დასაქმებას არასრული/ნახევარი განაკვეთით შემდეგ მიმართულებებზე:

  • ძიძა;
  • ტუტორი.

____________________________________________________________________________________________

16:00-17:00 სთ.: შპს „ზოდი პლიუსი“

შპს „ზოდი პლიუსი“' გთავაზობთ დასაქმებას სრული განაკვეთით შემდეგ მიმართულებებზე:

  • გაყიდვების კონსულტანტი;
  • კატეგორიის მენეჯერი;
  • საწყობის თანამშრომელი;
  • საწარმოს ოპერატორი.

მარი ბურდულის სახელობის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2021 წლის დასაქმების ფორუმის მხარდამჭერები არიან HR პროფესიონალების ყველაზე მსხვილი გაერთიანება საქართველოში HR hub და სტუდენტური დასაქმების პორტალი StudentJob.ge.

მარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმი 2021-ის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებათა შესახებ დროდადრო განახლებადი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

დრო: 25 ივნისი, 11:00-დან 17:00 საათამდე

შეხვედრის ბმული: https://bit.ly/3dptggn

2021 წელი

ბანერები