ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ტექნოლოგიების სფეროს დასაქმების ფორუმი

ღონისძიებები

18 ივნისს, პარასკევს,10:00-დან 16:00 საათის ჩათვლით, მარი ბურდულის სახელობის დასაქმების ფორუმის ფარგლებში გაიმართება ტექნოლოგიების სფეროს დამსაქმებელთა შეხვედრები ილიაუნის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებთან.

შეხვედრები გაიმართება დისტანციურად, Zoom-ის საშუალებით და მათზე დასწრება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს შეეძლებათ ბმულით: https://bit.ly/2U0IQIj

ღონისძიების განრიგი:

_____________________________________________________________________________________________

10:00-11:00 სთ.: BackOffice LLC

BackOffice LLC გთავაზობთ დასაქმებას არაანაზღაურებად სტაჟირებაზე შემდეგი მიმართულებებით:

  • მარკეტინგი;
  • გაყიდვები;
  • პროგრამირება.

_____________________________________________________________________________________________

11:00-12:00 სთ.:RSM Georgia Solutions

RSM Georgia Solutions გთავაზობთ დასაქმებას არაანაზღაურებად სტაჟირებაზე შემდეგი მიმართულებებით:

  • გადაწყვეტილებების დეველოპერი – კვალიფიკაცია შეგირდი;
  • ბიზნესკონსულტანტი – შეგირდი;
  • ბიზნესანალიტიკოსი – შეგირდი.

_____________________________________________________________________________________________

12:00-13:00 სთ.: შპს „ინსტა“

შპს „ინსტა” გთავაზობთ დასაქმებას სრული განაკვეთით შემდეგ მიმართულებაზე:

  • გაყიდვების წარმომადგენელი

_____________________________________________________________________________________________

13:00-14:00 სთ: სქაიჰაი

სქაიჰაი გთავაზობთ დასაქმებას არაანაზღაურებად სტაჟირებაზე შემდეგი მიმართულებით:

  • პროექტი „მიიღე ცოდნა გამოცდილებით“ მონაწილე სქაიჰაის IT ოპერაციების დეპარტამენტში

_____________________________________________________________________________________________

14:00-15:00 სთ: FINA LLC

FINA LLC გთავაზობთ დასაქმებას სრული და არასრული/ნახევარი განაკვეთით ანაზღაურებად სტაჟირებას შემდეგი მიმართულებებით:

  • Junior UX Designer;
  • ERP Consultant;
  • UI Junior Designer;
  • Java Developer;
  • QA Tester;
  • Power BI Specialist;
  • IT Support;
  • Net Developer;
  • Social Media Marketing Manager;
  • CRM Manager.

_____________________________________________________________________________________________

15:00-16:00 სთ.:Exactpro Systems Georgia

Exactpro Systems Georgia გთავაზობთ დასაქმებას სრული და არასრული/ნახევარი განაკვეთით შემდეგი მიმართულებით:

  • Junior Software Tester

_____________________________________________________________________________________________

16:00-17:00 სთ.: Techery

კომპანია Techery  გთავაზობთ დასაქმებას სრული და არასრული/ნახევარი განაკვეთით შემდეგი მიმართულებით:

  • Software Engineer
  • QA Engineer

 

მარი ბურდულის სახელობის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2021 წლის დასაქმების ფორუმის მხარდამჭერები არიან HR პროფესიონალების ყველაზე მსხვილი გაერთიანება საქართველოში HR hub და სტუდენტური დასაქმების პორტალი StudentJob.ge.

მარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმი 2021-ის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებათა შესახებ დროდადრო განახლებადი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.


დრო: 18 ივნისი, 10:00-დან 16:00 საათამდე

შეხვედრის ბმული: https://bit.ly/3gfSTle

 

2021 წელი

ბანერები