ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სტუდენტების დასაქმება კომპანიაში MUA - Architecture & Placemaking – მარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმი

ღონისძიებები

14 ივნისს, 15:00 საათზე, მარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმის ფარგლებში სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებთან შეხვედრას გამართავენ არქიტექტურული კომპანიის  MUA - Architecture & Placemaking ადმინისტრაციული და ადამიანური რესურსების მენეჯერი ლილუ ძიმისტარიშვილი და დიზაინის მენეჯმენტის დეპარტამენტის ხელმძღვანელები ნატალია ნებიერიძე და მარია ფელანგია.

მომხსენებლები ისაუბრებენ კომპანიის მუშაობის წესებსა და შიდა პროცედურებზე, გაგაცნობენ ინფორმაციას ვაკანსიების შესახებ. დასაქმების პროგრამა გულისხმობს ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტების დასაქმებას არქიტექტურის მიმართულებით.

შეხვედრა გაიმართება Zoom-ით და მასზე დასწრების შესაძლებლობა გექნებათ წინასწარი რეგისტრაციით: https://bit.ly/3cvjEQF

MUA Architecture & Placemaking მნიშვნელოვანი გამოცდილების მქონე არქიტექტურული ოფისია, რომლის სამუშაო პრაქტიკა მოიცავს მრავალფეროვან პროექტებს როგორც არქიტექტურის, ასევე ურბანული და სივრცითი დიზაინის მიმართულებით. 

მარი ბურდულის სახელობის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2021 წლის დასაქმების ფორუმის მხარდამჭერები არიან HR პროფესიონალების ყველაზე მსხვილი გაერთიანება საქართველოში HR hub და სტუდენტური დასაქმების პორტალი StudentJob.ge.

მარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმი 2021-ის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებათა შესახებ დროდადრო განახლებადი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

2021 წელი

 

 

ბანერები