ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სემინარი ჯანსაღი ცხოვრების წესის საკითხებზე

7 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (”A” კორპუსი, 101-ე  აუდიტორია; მის.: ი. ჭავჭავაძის #32) ”კავკასიის ახალგაზრდობის განვითარების ასოციაცია” აშშ -ს განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული ”საქართველოს შიდსის პრევენციის პროექტის” ფარგლებში ატარებს საინფორმაციო-საგანმანათლებლო სემინარს ცხოვრების ჯანსაღი წესის საკითხებზე.

განიხილება შემდეგი თემები:

1)    აივ/შიდსი და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები;
2)    ცხოვრების ჯანსაღი წესი;
3)    მავნე ნივთიერებების გავლენა ჯანმრთელობაზე - ნარკოტიკები, თამბაქო, ალკოჰოლი;
4)    გენდერული თანასწორობა და გენდერული ძლადობა.

ბანერები