ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საინფორმაციო სესია დოქტორანტების სტიპენდიების შესახებ

6 ოქტომბერს, ოთხშაბათს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (აუდიტორია A101; მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. #32) პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულების პირველი წლის დოქტორანტებისთვის (რომლებიც ჩაირიცხნენ 2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში), მოეწყობა საინფორმაციო სესია პროგრამა „კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელის“(www.ascn.ch) სტიპენდიების თაობაზე. სესიას გაუძღვება სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ფაკულტეტის დეკანი, დავით აფრასიძე და პროგრამა „კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელის“ წარმომადგენელი, თიკო ქადაგიშვილი.

კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელი 5-წლიანი პროგრამაა, რომლის მიზანია კავკასიაში ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების განვითარება.

„კავკასის შვეიცარიული აკადემიური ქსელის“ ყოველთვიური სტიპენდია შეადგენს 700 ლარს და მის მოსაპოვებელ კონკურსში მონაწილეობის მიღება  შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით დარეგისტრირებულ პირველი წლის  დოქტორანტებს, რომელთა სადისერტაციო ნაშრომი  დემოკრატიზაციისა და ტრანზიციის საკითხებს ეხება. სტიპენდია დაენიშნება 2 დოქტორანტს. სტიპენდიის ხანგრძლივობა არის 1 წელი( გაგრძელების პერსპექტივით).

გთხოვთ, მობრძანდეთ.

ბანერები