ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია „დაასრულე ძალადობა“

ღონისძიებები

7 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვთა განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი თინათინ ჭინჭარაული წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „დაასრულე ძალადობა“.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის დებატების კლუბის წევრი სტუდენტები და თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეები. მათ შესაძლებლობა ექნებათ დასვან კითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე.

ევროკავშირის მხარდაჭერით გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ განხორციელებული პროექტი „დაასრულე ძალადობა“, რომლის პარტნიორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მიზნად ისახავს ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით სოციალური ნორმების ცვლილებას.  

დრო: 7 ნოემბერი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა:  A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები