ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ლიბერთი ბანკის წარმომადგენლების შეხვედრა ილიაუნის სტუდენტებთან

ღონისძიებები

20 ივნისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გიწვევთ ლიბერთი ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

ლიბერთი ბანკი, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი საქართველოში, ენერგიულ და დაინტერესებულ სტუდენტებს პროფესიულ განვითარებაზე მორგებულ გარემოს სთავაზობს და იწვევს წამყვან პოზიციებზე სამუშაოდ. 

ტრენინგცენტრში ყველა პირობაა იმისათვის, რომ სტუდენტები საფუძვლიანად დაეუფლონ საბანკო პროდუქტებს, სიმულაციურ გარემოში გაიმყარონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები და სრულყოფილად მომზადებულები შეუდგნენ მუშაობას განახლებულ და რებრენდირებულ ფილიალებსა და სერვისცენტრებში.

სწავლების პერიოდში გაიცნობთ თქვენს მომავალ კოლეგებსა და თანაგუნდელებს, მეცადინეობებს შორის შეგიძლიათ შეისვენოთ თქვენთვის სპეციალურად მოწყობილ ლაუნჯებში და, უბრალოდ, საინტერესოდ და ნაყოფიერად გაატაროთ ეს დრო.

თეორიული და პრაქტიკული კურსის პერიოდში ბანკი უზრუნველყოფს გადაადგილებისა და სხვა სახის გეგმიური ხარჯების ანაზღაურებას.

ლიბერთი ბანკი გთავაზობთ:

  • განახლებულ და თანამედროვე ტრენინგცენტრში ანაზღაურებად სწავლებას;
  • სწავლებისა და პრაქტიკის წარმატებით დასრულების შემდეგ დასაქმებას;
  • თქვენს უნარებზე მორგებულ კარიერული განვითარების შესაძლებლობებს;
  • ჯანსაღ სამუშაო გარემოსა და ერთიან გუნდში გაწევრიანებას;

შეხვედრაზე დასწრება შეუძლია ილიაუნის ნებისმიერი ფაკულტეტისა და კურსის სტუდენტს, ასევე, კურსდამთავრებულებს წინასწარი რეგისტრაციით: https://goo.gl/Jjgxn9

დრო: 20 ივნისი, 14:00 საათი.

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები