ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ლიბერთი ბანკის საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტურ ვაკანსიებთან დაკავშირებით

ღონისძიებები

5 ოქტომბერს, პარასკევს, 13:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში სტუდენტურ ვაკანსიებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრას გამართავს ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი საქართველოში – ლიბერთი ბანკი.

ლიბერთი მუდმივად ხელს უწყობს სტუდენტების დასაქმებას თბილისსა და რეგიონებში. სწორედ ამ მიზნით ილიაუნის სტუდენტებს გთავაზობთ წინა ხაზის ვაკანსიებს და ანაზღაურებად სტაჟირებას შემდეგ პოზიციებზე:

  • მითერი
  • მოლარე-ოპერატორი
  • მოლარე
  • გაყიდვების მენეჯერი
  • კრედიტოფიცერი (სტაჟირება)

ვაკანსიების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით აქ: https://goo.gl/DXXEPW

დაინტერესებული სტუდენტები ლიბერთის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ ბანკის შემოთავაზების შესახებ, მოისმენენ ტოპმენეჯმენტის წარმომადგენელთა მოხსენებებს და საშუალება ექნებათ, ადგილზე გააკეთონ განაცხადი ვაკანსიებზე.

შეხვედრა საინტერესო იქნება ბანკში დასაქმების მსურველი ნებისმიერი მიმართულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.

შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.

დრო: 5 ოქტომბერი, 13:30 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები