ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

კომპანია RETKO-ს შეხვედრა სტუდენტური დასაქმების შესახებ

ღონისძიებები

19 ივნისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში სტუდენტებთან შეხვედრას გამართავენ კომპანია RETCO-ს წარმომადგენლები.

შეხვედრის თემა: სტუდენტური დასაქმება.

კომპანია RETCO მუშაობს ელექტროენერგეტიკულ სფეროში, იგი სრულად ფარავს დაბალი და საშუალო ძაბვის ყველა მიმართულებას და რამდენიმე კომპანიისაგან შედგება. კომპანიას თავისი საწარმო აქვს ქალაქ რუსთავში, სადაც აწყობენ ტრანსფორმატორებს, ბოქსებს, სადგურებსა და ქვესადგურებს. კომპანია  ცოტა ხნის წინ გახდა Siemens-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

კომპანია RETCO გთავაზობთ ანაზღაურებად სტაჟირებას დასაქმების პერსპექტივით საერთაშორისო და ადგილობრივი შესყიდვების სპეციალისტის პოზიციებზე.

სამუშაო გრაფიკის სწავლასთან შეთავსება შესაძლებელია.

ვაკანსიები დააინტერესებს ნებისმიერი კურსისა და მიმართულების სტუდენტს, ასევე კურსდამთავრებულებს (განსაკუთრებით, ქალაქ რუსთავის მაცხოვრებლებს – ოფისის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე).

შეხვედრაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია.

დრო: 19 ივნისი, 16:00 საათი.

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები