ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის 2018 წლის ბაკალავრებისა და მაგისტრების გამოსაშვები ცერემონია

ღონისძიებები

21 ივლისს, 20:00 საათზე, გიწვევთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2018 წლის კურსდამთავრებულების გამოსაშვებ ცერემონიაზე.

ღონისძიებას გახსნის და სტუდენტებს უნივერსიტეტის დასრულებასა და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას მიულოცავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია.  

ტრადიციულად წელსაც ჩავატარეთ კონკურსი და გამარჯვებული კურსდამთავრებულები გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოვლენ.

ოფიციალური ნაწილი კურსდამთავრებულებისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი რიტუალით - ქუდების ცაში ასროლით დასრულდება.

ღონისძიებაზე დაუკრავენ არტისტები A. TABUKASHVILI და DIGITAL GROOVE AFFAIR.

ცერემონია ფეიერვერკით დასრულდება.

დრო: 21 ივლისი, შაბათი, 20:00 საათი

ადგილმდებარეობა: ლისის ტბა

გელით!

ბანერები