ასოციაცია ESOMAR-ის წევრი კომპანიების შეხვედრა ილიაუნის სტუდენტებთან
ღონისძიებები
14 ივნისს, 17:00-დან 20:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში სტუდენტებთან შეხვედრას გამართავენ ასოციაცია ESOMAR-ის წევრი კომპანიები:
- IPM კვლევები – სამარკეტინგო საკონსულტაციო კომპანია;
- ACT საქართველო – კვლევებისა და კონსულტაციის გლობალური კომპანია;
- TV MR GE საქართველო – Nielsen-ის სატელევიზიო გაზომვების ლიცენზირებული პარტნიორი;
- GAMMA - საკონსულტაციო კომპანია;
- Market Intelligence Caucasus – TNS-ის ლიცენზირებული პარტნიორი.
შეხვედრის მიზანია, კვლევით დაინტერესებულმა სტუდენტებმა მიიღონ ინფორმაცია კვლევით სფეროში არსებულ უახლეს გამოწვევებზე, კვლევის მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების ცვლილებებზე, საერთაშორისო პრაქტიკასა და სტანდარტებზე, კვლევით სფეროში მიღწეულ განვითარების ახალ ეტაპებზე.
შეხვედრაზე ასოციაციის წევრი კომპანიის წარმომადგენლები ყურადღებას გაამახვილებენ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა:
- დასაქმება და გათვითცნობიერებული არჩევანი სტუდენტებს შორის;
- ბრენდინგი და რეკლამა;
- სოციალური კვლევები (კვლევის სხვადასხვა მიმართულებები).
შეხვედრის ფორმატი გულისხმობს ასოციაცია ESOMAR-ის წევრი კომპანიების წარმომადგენლების პრეზენტაციებსა და საინტერესო საკითხების განხილვას კითხვა-პასუხის რეჟიმში.
შეხვედრა გაგრძელდება 2 საათი, გათვალისწინებულია მცირე შესვენებაც.
შეხვედრა საინტერესო იქნება სოციალური, ჰუმანიტარული და ბიზნესის მიმართულებების ბაკალავრიატის მესამე და მეოთხე კურსის, ასევე მაგისტრატურის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.
ასოციაცია ESOMAR შეხვედრის მონაწილეებს გადასცემს სერტიფიკატებს.
შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია: https://goo.gl/uyd2EJ
დრო: 14 ივნისი, 17:00 საათი.
ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი