ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ბიზნესის კონსულტაციისა და აუდიტის სფეროს დასაქმების ფორუმი

ღონისძიებები

ბიზნესის კონსულტაციისა და აუდიტის სფეროს დასაქმების ფორუმი 16 ივნისს, ოთხშაბათს, 11:00-დან 19:00 საათის ჩათვლით,მარი ბურდულის სახელობის დასაქმების ფორუმის ფარგლებში გაიმართება ბიზნესკონსულტაციისა და აუდიტის სფეროს დამსაქმებელთა შეხვედრები ილიაუნის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებთან.

შეხვედრები გაიმართება დისტანციურად, zoom-ის საშუალებით და მასზე დასწრება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შეეძლებათ ბმულით: https://bit.ly/3zcKhU4.

 

ღონისძიების განრიგი:

_____________________________________________________________________________________________

11:00-12:00 სთ: შპს ნექსია თიეი

შპს ნექსია თიეი გთავაზობთ დასაქმებას ანაზღაურებად სტაჟირებაზე შემდეგი მიმართულებით:

  • სტაჟიორი ბუღალტერიაში
  • დამხმარე ბუღალტერი
  • სტაჟიორი აუდიტში
  • აუდიტის ასისტენტი

_____________________________________________________________________________________________

12:00-13:00 სთ: BDO

BDO გთავაზობთ დასაქმებას ანაზღაურებად სტაჟირებაზე შემდეგი მიმართულებებით:

  • ფინანსები
  • საბანკო საქმე
  • ბუღალტერია
  • მომსახურება/სერვისის სფერო

_____________________________________________________________________________________________

13:00-14:00 სთ: ვაისი

ვაისი გთავაზობთ დასაქმებას სრული განაკვეთით შემდეგი მიმართულებით:

გაყიდვების მენეჯერი;

ძირითადი მოვალეობები:

  • არსებული ბაზის მიხედვით გამავალი ზარის განხორციელება;
  • პოტენციური პარტნიორებისთვის საფინანსო მიმართულების შეთავაზება;
  • ბაზის მუდმივი განახლება;
  • შეხვედრების დაგეგმვა და კომპანიის სერვისის პრეზენტაცია.

_____________________________________________________________________________________________ 

14:00-15:00 სთ: SavvY

SavvY გთავაზობთ დასაქმებას არასრული განაკვეთით მოლარე კონსულტანტის პოზიციაზე.

_____________________________________________________________________________________________

15:00-16:00 სთ: TBSC Consulting

TBSC Consulting გთავაზობთ დასაქმებას სრული განაკვეთით Ბიზნესის ანალიტიკოსის პოზიციაზე.

 _____________________________________________________________________________________________

16:00-17:00 სთ: ბიზნეს ადმინისტრირების მხარდაჭერის ცენტრი

ბიზნეს ადმინისტრირების მხარდაჭერის ცენტრი გთავაზობთ დასაქმებას ანაზღაურებად სტაჟირებაზე შემდეგი მიმართულებებით:

  • ბუღალტრის თანაშემწე;
  • აუდიტორიის თანაშემწე;
  • მარაგების მართვის სპეციალისტი.

 _____________________________________________________________________________________________

17:00-18:00 სთ: ლოიალტე

ლოიალტე გთავაზობთ:

  • სტაჟირებას ფინანსურ დეპარტამენტში;
  • სერვისის კონსულტანტის პოზიციაზე დასაქმებას; 

 

მარი ბურდულის სახელობის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2021 წლის დასაქმების ფორუმის მხარდამჭერები არიან HR პროფესიონალების ყველაზე მსხვილი გაერთიანება საქართველოში HR hub და სტუდენტური დასაქმების პორტალი StudentJob.ge.

მარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმი 2021-ის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებათა შესახებ დროდადრო განახლებადი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

დრო: 16 ივნისი, 11:00-დან 19:00 საათამდე

შეხვედრის ბმული: https://bit.ly/3w7ekL7

 

2021 წელი

ბანერები