ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ანტონ შეხოვცოვის ვებინარი: „რუსეთი და დასავლეთის ულტრამემარჯვენეები: ტანგო ნუარი“

ღონისძიებები

28 ოქტომბერს, 17:00 საათზე, მედიის განვითარების ფონდი (MDF) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გიწვევთ ვენის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორის, ანტონ შეხოვცოვის ვებინარზე „რუსეთი და დასავლეთის ულტრამემარჯვენეები: ტანგო ნუარი“, რომელიც Zoom-ში გაიმართება. 

ვებინარს ილიას უნივერსიტეტის პროფესორი დავით დარჩიაშვილი გაუძღვება.

ვებინარზე შეხოვცოვი დეტალურად მიმოიხილავს მზარდ კავშირებ სხვადასხვა რუს აქტორსა და დასავლეთის ექსტრემისტულ ჯგუფებს, აქტივისტებს, იდეოლოგებსა და პოლიტიკოსებს შორის და ისაუბრებს რუსეთისა და დასავლეთის ულტრამემარჯვენეებს შორის ურთიერთობებზე, როგორც ისტორიულ, ასევე თანამედროვე კონტექსტში.

ვებინარზე დასასწრებად გთხოვთ 27 ოქტომბრამდე გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე:https://forms.gle/DhwCLLcWET231A5q7 

სამუშაო ენა: ინგლისური

ვებინარი ჰიდაიას ფონდის და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.

ბანერები