ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ADS Georgia – Marketer.ge

ღონისძიებები

ADS Georgia ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული პროექტია, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, გაიცნონ საქართველოს სარეკლამო ბაზარზე არსებული ძირითადი კრეატიული სააგენტოები, ნახონ, ვინ და როგორ ქმნის მათთვის ცნობილ სარეკლამო კამპანიებს.

Marketer.ge პირველი ქართული ინტერნეტჟურნალია ბიზნესზე, რომელიც 2011 წელს შეიქმნა. ეს იყო სამოყვარულო ბლოგი, რომელიც შემდეგ ჟურნალად გადაიქცა. მარკეტერის ორგანიზებითა და მხარდაჭერით წლების წინ საქართველოს ეწვია ძალიან ბევრი ცნობილი სპიკერი თუ კომპანია, როგორებიცაა: ADIDAS, GOOGLE, Yahoo, Amazon.com, Ebay, Paypal, Sony Music და ა.შ

მარკეტერის პროექტებია: კლუბი „ფორვარდი“, ყოველწლიური ბიზნესდღესასწაული სფოთლაითი, თბილისის პროტოკოლის სკოლა და, პარტნიორებთან ერთად, კანის რეკლამის ფესტივალი (პარტნიორი: ლევან ლეფსვერიძე), ასევე ჰარვარდის ბიზნესლიტერატურა (პარტნიორი: ნათია ლურსმანაშვილი).

14 ივნისს შეხვედრას ჩაატარებს მარკეტერის დამფუძნებელი აკო ახალაია თემაზე „მარკეტერის გზა“.

დრო: 14 ივნისი, 16:30-19:00 საათი

ადგილმდებარეობა: E405 (ფორბსის) აუდიტორია


მეტი ინფორმაციისთვის:

საკონტაქტო ინფორმაცია:

student.affairs@iliauni.edu.ge

032 2 22 00 09 (270), 592077727

ბანერები