ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ვენის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების დაცვის სამაგისტრო პროგრამა „All Human Rights for All“

ვენის უნივერსიტეტის ახალი სამაგისტრო პროგრამა ადამიანის უფლებების დაცვაში მიზნად ისახავს სამეცნიერო ცოდნითა და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით აღჭურვილი ადამიანის უფლებათა დამცველი ექსპერტების აღზრდას. პროგრამა განკუთვნილია იმ სტუდენტთათვის, რომლებსაც მოპოვებული აქვთ მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი მსოფილოს ნებისმიერი ქვეყნიდან, აქვთ ინტერესი და სურვილი, გამოსცადონ საკუთარი შესაძლებლობები ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში.

აღნიშნული სამაგისტრო პროგრამა დაიწყება 2012 წლის ოქტომბერში.

სწავლის მსურველთათვის განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2012 წლის 30 აპრილი.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ პროგრამის ბროშურა და ვებ-გვერდი: http://www.postgraduatecenter.at/humanrights ან მოიწონეთ Facebook-ის გვერდი: www.facebook.com/ViennaHumanRights.

ბანერები