ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

უფასო სემინარები საერთაშორისო ინგლისურენოვან ტესტებში

სემინარები

P/T/G აცხადებს უფასო სემინარებს თემაზე: "ინგლისური ენის საერთაშორისო ტესტები".

დინამიური და სწრაფად განვითარებადი ტესტირების ცენტრი P/T/G (პროფესიონალ ტრეინინგ გრუპი), ETS (Educational Testing Services), King's School of London, Kaplan-ის ინგლისური ენის ცენტრისა და ჩესტერის უნივერსიტეტის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რომელსაც მოსწავლეთა შეუდარებელი მიღწევებისა და შედეგების გამო სამართლიანად მიიჩნევენ უმაღლესი ხარისხის ტესტებისთვის მოსამზადებელ და ინგლისური ენის სასწავლო ცენტრად, საბურთალოს ოფისში იწყებს უფასო სემინარებს თემაზე: "ინგლისური ენის საერთაშორისო ტესტები".

ეს სემინარი განკუთვნილია მათთვის, ვინც აპირებს სწავლის გაგრძელებას, მუშაობის დაწყებას, ან უნდა დაწინაურება, ან ემიგრაცია.

სემინარზე განიხილება შემდეგი საკითხები:

1. TOEIC, TOEFL iBT, IELTS, GMAT, GRE, LSAT, SAT I, II, CPE, CAE, FCE, PET, BEC - ტესტების ზოგადი მიმოხილვა:

• ტესტის განმარტება;

• ტესტის სტრუქტურა;

• კომპიუტერული ტესტის სპეციფიკა;

• "ფურცლის" ტესტის სპეციფიკა;

• ტესტის დღისათვის მომზადება და რეგისტრაცია;

• სახელმძღვანელოები;

• ტესტის ღირებულება;

• ტესტის ოფიციალური ჩამბარებელი ცენტრები;

2. სად, როდის და როგორ გამოვიყენებთ თითოეული ტესტის სერთიფიკატს;

3. რა გვჭირდება იმისათვის, რომ დავიწყოთ ტესტში მომზადება;

4. შეფასების სისტემები - ერთდონიანი და მრავალდონიანი ტესტები;

5. რა ქულა არის საჭირო და როგორ მოვიპოვოთ იგი.

სემინარი გაიმართება P/T/G-ს საბურთალოს ოფისში შაბათ-კვირას, 26-27 სექტემებერს, 3, 4, 10, 11, 17, 18, 24, 25 ოქტომბერს.

სემინარზე დასწრება უფასოა.

დასწრების მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებ გვერდი: http://www.ptg-georgia.com

ან მიმართეთ

უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:

ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333,

ტელ: 899 21 16 70, 877 23 77 18

(ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები