ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

უფასო სასერტიფიკატო კურსი სტუდენტებისათვის სასტუმროებისა და მომსახურების მენეჯმენტში

სასტუმროების მენეჯმენტის თბილისის საერთაშორისო სკოლა გთავაზობთ ერთწლიან სასერტიფიკატო კურსს სასტუმროებისა და მომსახურების მენეჯმენტში. მეცადინეობები ჩატარდება კვრიაში 5-ჯერ (ხანგრძლივობა 2-3 საათი) ინგლისურ ენაზე. შესაბამისად, სწავლის მსურველებს მოეთხოვებათ ინგლისური ენის ცოდნა საშუალო დონეზე. კურსის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ექნებათ გაიუმჯობესონ ენის ცონდა.

კურსის გავლის შემდეგ მსმენელები დასაქმდებიან, ხოლო კურსის მსვლელობის დროს შესაძლებელია ნახევარგანაკვეთიან სამსახურში დასაქმება, საქართველოში მოქმედი წამყვანი სასტუმროებისა და რესტორნების ქსელში.

საჭირო საბუთები:
• CV;
• სამოტივაციო წერილი.

საბუთების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 20 იანვრი.
სწავლა დაიწყება 2010 წლის 25 იანვარს!

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი:

http://www.gu.edu.ge/news.php

ან მიმართეთ

უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი F306
ტელ: 899 21 16 70
(ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

ბანერები