ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ტრეინინგი პრაღაში ახალგაზრდა ჟურნალისტებისა და სტუდენტებისთვის (2010 წლის 3-11 იანვარი)

2010 წლის 3-11 იანვარს პრაღაში ტარდება საერთაშორისო ჟურნალისტიკის ტრეინინგი მსოფლიოს მასშტაბით ახალგაზრდა ჟურნალისტებისა და სტუდენტებისათვის. პროგრამის ორგანიზატორია Transitions Online.

ტრეინინგის მონაწილენი, "ბი-ბი-სის'', „ნიუ-იორკ ტაიმსის" და "ასოშიეითიდ პრესის" გამოცდილი უცხოური კორესპონდენტების საშუალებით, გაეცნობიან საერთაშორისო რეპორტაჟების წარმოებას. ტრეინინგ კურსის დასასრულს მონაწილენი მოამზადებენ საკუთარ რეპორტაჟებს.

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 9 ოქტომბერი.

9 ოქტომბრამდე გამოგზავნილი განცხადებების ავტორები ისარგებლებენ ფასდაკლებით - 955 ევრო. სრულ საფასურს - 1 075 ევროს - გადაიხდიან მონაწილენი, რომლებიც განცხადებებს გააგზავნიან 9 ოქტომბრის შემდეგ.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ http://journalism- courses.tol. org/

ან მიმართეთ

უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333, ტელ: 877 23 77 18 (ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

ბანერები