ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

სტუდენტური ჯგუფების მოგზაურობა და სასწავლო პრაქტიკა

DAAD აფინანსებს გერმანიაში სტუდენტური ჯგუფების მოგზაურობას და სასწავლო პრაქტიკას, რომელსაც უნივერსიტეტის პედაგოგები ხელმძღვანელობენ.

პროგრამა მიზნად ისახავს:

• სხვადასხვა სახის ვიზიტებისა და საინფორმაციო შეხვედრების გზით (სტუდენტური ჯგუფების მოგზაურობა) მონაწილეთათვის პროფესიული ცოდნის მიცემას. ასევე პროფესიული პრაქტიკის გავლას გერმანიიდან უნივერსიტეტის მოწვევის საფუძველზე, რომელიც იმავდროულად პასუხისმგებელი იქნება პრაქტიკის ორგანიზებაზე უნივერსიტეტში, საწარმოებსა და საზოგადოებრივ უწყებებში (სასწავლო პრაქტიკა).

• შეხვედრებს გერმანელ სტუდენტებთან და მეცნიერებთან, გერმანიის უნივერსიტეტთან კონტაქტების გამყარებისა და ჩამოყალიბების მიზნით.

• გერმანიის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების გაცნობას. პროგრამის ხსენებულ ნაწილს არ უნდა დაეთმოს მთლიანი მოგზაურობის ერთ მესამედზე მეტი.

განაცხადის შემოტანა:

1. სტუდენტური ჯგუფების მოგზაურობა განაცხადის შემოტანის უფლება აქვთ ქართული უნივერსიტეტების პედაგოგებს. განაცხადის შემოტანა შესაძლებელია გერმანულ ან ინგლისურ ენაზე.

2. სტუდენტური პრაქტიკა:

განაცხადის შემოტანის უფლება აქვთ გერმანიის უნივერსიტეტების პედაგოგებს.

ხანგრძლივობა:

სტუდენტური ჯგუფების მოგზაურობა არ უნდა გაგრძელდეს 7 დღეზე ნაკლები და 12 დღეზე მეტი (მგზავრობის ჩათვლით).

წინაპირობები:

მოცემულ სტიპენდიაზე განაცხადის შემოტანა შეუძლია სტუდენტების ჯგუფს 2 სემესტრიდან და ზემოთ, რომელთაც შეუძლიათ მიიღონ სტიპენდია გერმანიაში გასამგზავრებლად უნივერსიტეტის პედაგოგის ხელმძვანელობით. მონაწილეთა რიცხვი სულ ცოტა 10 და მაქსიმუმ 15 უნდა შეადგენდეს. დამატებით, თანმხლები პირის სახით შესაძლოა დაფინანსდეს ერთი მასწავლებელი.

საჭირო საბუთები:

DAAD-ს მიერ განიხილება მხოლოდ სრულყოფილი და დროულად წარმოდგენილი საბუთები.

• ფორმულარი ფინანსურ გეგმასა და მონაწილეთა სიასთან ერთად.

• დასაბუთება და პროგრამის დაწვრილებითი აღწერა, რომელშიც დაწვრილებით იქნება მოცემული მონაწილეთა სურვილები პროგრამის პროფესიული თუ კულტურული ნაწილის შესახებ.

• დროის გეგმა (მომზადებული ტაბელარული სახით)

• აღწერა, როგორ მომზადდება მოგზაურობის შინაარსობირივი მხარე (მაგ: მოსამზადებელი სემინარები).

• სტუდენტური ჯგუფების მოგზაურობის შემთხვევაშია უცილებელია გერმანულ მხარესთან კონტაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (განსაკუთრებით საუნივერსიტეტო სფეროში), იქნება ეს მოწვევის თუ დასტურის სახით, სასწავლო პრაქტიკის შემთხვევაში კი გერმანულ მხარესთან კონტაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელშიც გამოხატული იქნება მომწვევის პოზიცია სტუდენტური პრაქტიკის მნიშვნელობაზე (შეთანხმება, კოოპერაციული გარიგება საკმარისი არაა, ისინი მხოლოდ დამატებითი საბუთების სახით შეიძლება იქნეს წარმოდგენილი.) საბუთების შეტანის ვადა: 30 სექტემბერი, 30 დეკემბერი (2009) ან 31 მარტი (2010)

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი:http://ic.daad.de/tbilissi/?l=2&i=325#Germanistik

ან მიმართეთ

უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს მისამართზე:

ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი № 333.

ტ: 8 99 21 16 70; 8 77 23 77 18.

(ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა).

ბანერები