ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

სტუდენტთა ხალხური სიმღერის გუნდი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა ხალხური სიმღერის გუნდი იქმნება.

გუნდში ხალხურ სიმღერასთან ერთად სტუდენტები შეისწავლიან საეკლესიო საგალობლებს, ფერხულებს და ინსტრუმენტებზე დაკვრას. გუნდის წევრი გოგონებისა და ვაჟების შერჩევა მოხდება შესაბამისი სასიმღერო გამოცდილების, მუსიკალური სმენისა და ხმის საფუძველზე.

პირველ ერთ სემესტრში გუნდში მეცადინეობა 6 კრედიტით იქნება განსაზღვრული.

დაინტერესებულ სტუდენტებს შეუძლიათ, პირველ მარტამდე დატოვონ კოორდინატები სასწავლო პროცესის ადმინისტრირების დეპარტამენტში - A302 (ქეთი ჯაბახიძესთან) ან ელექტრონულ მისამართზე tamaz.gabisonia@iliauni.edu.ge

მოგვიანებით გახდება ცნობილი კანდიდატთა შერჩევის თარიღი.
 
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ: 593 181 000 თამაზ გაბისონია.

ბანერები