ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

სტუდენტთა კონფერენცია: კავკასიოლოგია - რეგიონისმცოდნეობითი დისციპლინა

იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის მიმართულება უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტთან ერთად 2010 წლის შემოდგომაზე მართავს სტუდენტთა კონფერენციას კავკასიოლოგიის საკითხებზე.
კონფერენციის მიზანია წარმოაჩინოს იენის უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის ახალი სასწავლო პროგრამის შედეგები, გააღრმავოს კონტაქტები რეგიონის უმაღლეს სასწავლებლებთან და ხელი შეუწყოს ახალი იდეების განვითარებას.

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია კავკასიოლოგიის სამაგიტრო პროგრამის ნებისმიერ სტუდენტს, რომელიც კონფერენციაზე წასაკითხად გამოიტანს მოხსენებას კავკასილოგიის საკითხზე (თემატიკა არ არის შეზღუდული)

ენა: კონფერენციის სამუშაო ენა გერმანული.
ჩატარების ადგილი: იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტი (გერმანია).
თარიღი: 23.10.2010 – 27.10.2010
გერმანიიდან გამგზავრება: 28.10.2010
განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 7 ივნისი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ: 822 29 47 11.

ბანერები