ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

სტუდენტთა კონფერენცია: კავკასიოლოგია

განცხადებები

იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის მიმართულება უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტთან ერთად 2010 წლის შემოდგომაზე მართავს სტუდენტთა კონფერენციას კავკასიოლოგიის საკითხებზე.

კონფერენციის მიზანია წარმოაჩინოს იენის უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის ახალი სასწავლო პროგრამის შედეგები, გააღრმავოს კონტაქტები რეგიონის უმაღლეს სასწავლებლებთან და ხელი შეუწყოს ახალი იდეების განვითარებას. წახალისებული იქნება დისკუსიები სწვლების მეთოდებზე და მიზნებზე. სტუდენტებს საშუალება ექნებათ გამოხატონ თავიანთი აზრი და წინადადებები კავკასიოლოგიის სასწავლო პროგრამებთან დაკავშირებით.

ვიმედოვნებთ, რომ კონფერენცია ხელს შეუწყობს გამოცდილების გაცვლას იენისა და საქართველოს უნივერსიტეტს შორის, რაც დაგვეხმარება სასწავლო პროცესისა და სტუდენტთა მობილობის უკეთ ორგანიზებაში. აღნიშნულის გამო, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონფერენციის მუშაობაში ქართველი სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებელთა მონაწილეობა

სტუდენთა მონაწილეობის წინაპირობა: ქართული უნივერსიტტებიდან კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია კავკასიოლოგიის სამაგისტრო პროგრამის ნებისმიერ სტუდენტს, რომელიც კონფერენციაზე წასაკითხად გამოიტანს მოხსენებას კავკასიოლოგიის საკითხებზე (თემატიკა არ არის შეზღუდული)

ენა: კონფერენციის სამუშაო ენაა გერმანული.

ჩატარების ადგილი: იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტი (გერმანია)

თარიღი: 23.10.2010 – 27.10.2010

საქართველოდან გამომგზავრება: 22.10.2010

გერმანიიდან გამგზავრება: 28.10.2010

განაცხადების შემოტანა: 2010 წლის 31 მაისამდე

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის

სტიპენდიების, დასაქმებისა და დაბინავების განყოფილებას მისამართზე:

ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,

ტელ: 822 29 47 11

ბანერები