ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

სტუდენტებისთვის: ფინანსური დავალიანების შესახებ

განცხადებები

ძვირფასო სტუდენტებო, შეგახსენებთ თქვენს ფინანსურ ვალდებულებებს უნივერსიტეტის წინაშე. ფინანსური დავალიანების დაფარვის გრაფიკის მქონე სტუდენტებმა, დაიცავით გრაფიკით გათვალისწინებული გადახდის ვადები. წინააღმდეგ შემთხვევაში უნივერსიტეტის ადმინისტრაცია იძულებული იქნება შეგიწყვიტოთ სტუდენტის სტატუსი.

პროფესიული უმაღლესი განათლების პროგრამების  სტუდენტთა ფინანსური დავალიანების შესახებ

  1. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული უმაღლესი განათლების პროგრამის სტუდენტებს,  რომლებსაც ერიცხებათ უნივერსიტეტის მიმართ ფინანსური დავალიანება, ეძლევათ გაფრთხილება, რომ ა.წ. 15 აპრილამდე ვალდებულნი არიან დაფარონ სრული დავალიანების ნახევარი, ხოლო ა. წ. 25 მაისამდე სწავლის საფასური სრულად  უნდა იყოს დაფარული.
  2. აღნიშნული  სტუდენტები,  რომლებიც არ დაფარავენ სწავლის საფასურს ამ ბრძანებაში მითითებულ ვადებში, არ დაიშვებიან დასკვნით გამოცდებზე.
  3. ამ ბრძანებით განსაზღვრულ სტუდენტებს 12 ივნისის შემდეგ დამატებითი  გაფრთხილების  გარეშე  შეუჩერდებათ სტუდენტის სტატუსი,  რაც გულისხმობს,  რომ ისინი ვერ მიიღებენ დიპლომირებული სპეციალისტის  ხარისხს სტუდენტის სტატუსის აღდგენამდე.

    იხილეთ ბრძანება სრულად. >>


საბაკალავრო საფეხურის 1-ლი,  მე-2 და  მე-3 სასწავლო წლის  სტუდენტთა ფინანსური დავალიანების შესახებ

  1. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურის 1-ლი, მე-2 და მე-3 წლის სტუდენტებს, რომლებსაც ერიცხებათ უნივერსიტეტის მიმართ ფინანსური დავალიანება, ეძლევათ გაფრთხილება, რომ ა.წ. 15 აპრილამდე ვალდებულნი არიან დაფარონ სრული დავალიანების ნახევარი, ხოლო ა. წ. 25 მაისამდე სწავლის საფასური სრულად  უნდა იყოს დაფარული.
  2. სტუდენტებს, რომლებიც 15 აპრილამდე არ გადაიხდიან დავალიანების ნახევარს, შეეზღუდებათ არგუსის მომსახურება, ხოლო თუ ამ ბრძანებაში მითითებულ პერიოდში არ დაფარავენ სწავლის საფასურს, 12 ივნისის შემდეგ დამატებითი  გაფრთხილების  გარეშე  შეუჩერდებათ სტუდენტის სტატუსი.

იხილეთ ბრძანება სრულად. >>


საბაკალავრო საფეხურის მე-4  წლისა და ცენტრ  ”სპორტის აკადემიის” მე-3 წლის სტუდენტთა ფინანსური დავალიანების შესახებ

  1. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურის მე-4 წლის სტუდენტებს, ასევე ცენტრ ”სპორტის აკადემიის” მე-3 წლის სტუდენტებს,  რომლებსაც ერიცხებათ უნივერსიტეტის მიმართ ფინანსური დავალიანება, ეძლევათ გაფრთხილება, რომ ა.წ. 15 აპრილამდე ვალდებულნი არიან, დაფარონ სრული დავალიანების ნახევარი, ხოლო ა. წ. 25 მაისამდე სწავლის საფასური სრულად  უნდა იყოს დაფარული.
  2. აღნიშნული  სტუდენტები,  რომლებიც არ დაფარავენ სწავლის საფასურს ამ ბრძანებაში მითითებულ ვადებში, არ დაიშვებან დასკვნით გამოცდებზე და საბაკალავრო ნაშრომის დაცვაზე.
  3. ამ ბრძანებით  განსაზღვრულ სტუდენტებს 12 ივნისის შემდეგ დამატებითი  გაფრთხილების  გარეშე  შეუჩერდებათ სტუდენტის სტატუსი,  რაც გულისხმობს,  რომ ისინი ვერ მიიღებენ ბაკალავრის ხარისხს სტუდენტის სტატუსის აღდგენამდე.

იხილეთ ბრძანება სრულად. >>


სამაგისტრო პროგრამების  სტუდენტთა ფინანსური დავალიანების შესახებ

  1. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს,  რომლებსაც ერიცხებათ უნივერსიტეტის მიმართ ფინანსური დავალიანება, ეძლევათ გაფრთხილება, დაფარონ სწავლის საფასური ხელშეკრულებაში მითითებულ ვადებში;
  2. აღნიშნული  სტუდენტები,  რომლებიც არ დაფარავენ სწავლის საფასურს ამ ბრძანებაში მითითებულ ვადებში, არ დაიშვებიან დასკვნით გამოცდებზე  და ნაშრომის დაცვაზე;
  3. ამ ბრძანებით  განსაზღვრულ სტუდენტებს 11 ივნისის შემდეგ დამატებითი  გაფრთხილების  გარეშე  შეუჩერდებათ სტუდენტის სტატუსი,  რაც გულისხმობს,  რომ ისინი ვერ მიიღებენ მაგისტრის  ხარისხს სტუდენტის სტატუსის აღდგენამდე.

იხილეთ ბრძანება სრულად. >>

 

ბანერები