ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

სტიპენდიები დოქტორანტებისთვის

დემოგრაფიის ეროვნული ინსტიტუტი საფრანგეთში (INED) აცხადებს დოქტორანტების მიღებას 2012-2013 სასწავლო წლისათვის.

სადოქტორო ნაშრომის თემატიკა უნდა მოიცავდეს საკითხებს, რომლებიც ეხება მოსახლეობას, ოჯახის დინამიკასა და დაბერებას, გენდერულ და თაობათა შორის უთანასწორობას.

ინსტიტუტი უზრუნველყოფს დოქტორანტის სტიპენდიას და სადოქტორო ნაშრომის მოსამზადებლად აუცილებელ ყველა პირობას. სტიპენდიის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ნაშრომის დასრულებისთვის საჭირო პერიოდზე და შესაძლებელია მოიცავდეს მინიმუმ 1-წლიან და მაქსიმუმ 4-წლიან პერიოდს.

მიღების პირობები:

- აპლიკანტი უნდა ფლობდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულ ხარისხს 2012 წლის 1 ოქტომბრისათვის;

-  აპლიკანტი შესაძლებელია უკვე იყოს დოქტორანტი და დაწყებული ჰქონდეს თემაზე მუშაობა;

- ფრანგული ენის ცოდნა სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო.

 განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2012 წლის 15 ივნისი.

 დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ http://www.ined.fr/en/current_researchs/junior_reseachers/phd_students/

ბანერები