ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

სცენარების კონკურსი

ორგანიზაცია ფილმ "ჰალანდი" (შვედეთის სამეფო) და არასამთავრობო ორგანიზაცია სტუდია "ეი-დი-სი" (საქართველო) შვედეთის ინსტიტუტის მხარდაჭერით ახორციელებენ პარტნიორულ პროექტს “ევროპა ჩვენი სახლია”. ილიას სახელმწიფო უნივერსტეტი პროექტის მხარდამჭერია.  

პროექტის მიზანია: ევროპელ და ქართველ ახალგაზრდებს შორის კულტურათა დიალოგის ხელშეწყობა, დემოკრატიული ღირებულებების პროპაგანდა საქრთველოში და ახალგაზრდული მედიის განვითარება.

პროექტის ფარგლებში სტუდენტებს შორის ცხადდება კონკურსი 10-15 წუთიანი დოკუმენტური ფილმის სცენარისათვის “ჩემი საქართველო” წარმოაჩინეთ, თანამედროვე საქართველო, ქვეყნის ყოველდღიურობა და კულტურა მსოფლიო ასპარეზზე და გააცანით იგი თქვენს თანატოლებს.

შიდა საუნივერსტეტო კონკური ტარდება რამდენიმე უნივერსიტეტში. შიდა საუნივერსიტეტო კონკურსში გამარჯვებულს ავლენს უნივერსტეტის პროფესორებისა და პედაგოგებისაგან დაკომპლექტებული ჟიური პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციასთან ერთად. უნივერსტეტის მასშტაბით შერჩევა სამი საუკეთესო სცენარი.

კონკურსში მონაწილეობს 5 უნივერსიტეტი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თეატრალური უნივერსიტეტი, კავკასიის ბიზნეს სკოლა და ტექნიკური უნივერსიტეტი.

საუნივერსიტეტო კონკურსებში გამარჯვებული თხუთმეტი სცენარი (თითოეული უნივერსიტეტიდან 3-3) ითარგმნება ინგლისურად და წარედგინება შვედურ მხარეს. კომპეტენტური ჟიური, პატრნიორები შვედეთიდან და საქართველოდან ერთობლივი მუშაობის საფუძველზე გამოავლენს საბოლოო გამარჯვებულს. გამარჯვებული სცენარის საფუძველზე შეიქმნება ფილმი.

•    გამარჯვებული სცენარის ავტორი დაჯილდოვდება ფულადი პრიზით 1000 ლარი,
•    ასევე დაჯილდოვდება ყველა პრიზიორი სხვადასხვა საჩუქრებით.
•    გამარჯვებული სცენარის მიხედვით გადაღებული ფილმი წარდგენილი იქნება ევროპის ახალგაზრულ კინო ფესტივალებზე.


განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 30 ივნისი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ: უნივერსტეტის სტუდენტურ სერვის-ცენტრს და განმახორციელებელ ორგანიზაციას: ქ. თბილისი. ვაჟა-ფშაველას 76ბ. “სტუდია ეი-დი-სი”. ტელ.: 304168, (895) 30 50 03.   

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სცენარები წარადგინეთ უნივერსიტეტის სტუდენტურ სერვის-ცენტრში, ოთახი ჩ219, ტელ.: 29 47 11.  საკონტაქტო პირი: გიორგი ჩანტლაძე, მანო გაბუნია.

ბანერები