ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

საზაფხულო სკოლა ბათუმში

განცხადებები

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) თბილისის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს საზაფხულო სკოლას ”შემოქმედებითი და აკადემიური წერა”, ჩატარების თარიღი: 26 ივლისი - 6 აგვისტო, 2010.

საზაფხულო კურსები გამიზნულია ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მე-2 კურსის სტუდენტებისათვის საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. მონაწილეთათვის სავალდებულოა გერმანული ენის კარგად ცოდნა (B1). კურსს უხელმძღვანელებს კარმენ ნაისი (ზაარლანდის უნივერსიტეტი). განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 11 ივნისი, 2010.

დამატებითი ინფორმაცია და სააპლიკაციო ფორმა იხილეთ ბმულზე: http://ic.daad.de/tbilissi/?i=37&l=2&i2=515 ან მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურს.

ბანერები