ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

საზაფხულო კურსები მუსულმანური კულტურების კვლევაში

საიმონ ფრეიზერის უნივერსიტეტი (ვანკუვერი) აღა ხანის უნივერსიტეტთან (ლონდონი) ერთად დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ორ კვირიან საზაფხულო პროგრამას მუსულმანური კულტურების კვლევების მიმართულებით. პროგრამის მიზანია მონაწილეთათვის მუსულმანური საზოგადოების მრავალფეროვნებისა და ტრადიციების შესახებ ცოდნის გაღრმავება. კურსი მოიცავს თემების ფართო სპექტრს, მათ შორის პლურალიზმს, სამართალს, მოდერნულობასა და გენდერულ თანასწორობას.

პროგრამა განსაკუთრებით საინტერესო იქნება საზოგადოებრივ სამსახურებში დასაქმებული პირების, პოლიტიკოსების, პედაგოგებისა და სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებისათვის. კურსი შექმნილია მათთვის, ვისაც არ აქვს განათლება ან რაიმე ტიპის გამოცდილება ისლამის კვლევებში ან მუსულმანობის ისტორიაში.

პროგრამის ღირებულებაა 650 $ - დან 1100 $ - მდე (ეს თანხა არ გულისხმობს მგზავრობის, დაზღვევისა და ცხოვრების ხარჯებს). პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ერთი სტიპენდია, რომელიც აანაზღაურებს კურსებზე დასწრების ყველა ხარჯს (მათ შორის მგზავრობის). კურსები დაგეგმილია 19-30 ივლისს ვანკუვერში.

რეგისტრაციისა და სტიპენდიაზე განაცხადის შეტანის ბოლო ვადა არის 30 აპრილი.

განაცხადის ფორმის ჩამოსატვირთად მიყევით ბმულს http://www.sfu.ca/ccsmsc/summer2010/.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურს (ოთახი F 315)

ბანერები