ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

სასწავლო ცენტრი P/T/G

სასწავლო ცენტრი P/T/G KIC-ის წარმომადგენელთან, დიდ ბრიტანეთში სწავლასთან დაკავშირებით, გაიმართება შეხვედრა

გსურთ, დეტალურად გაიგოთ სააბიტურიენტო პროგრამების შესახებ?

გაინტერესებთ ინფორმაცია ლონდონში საზაფხულო სკოლის შესახებ?

ინგლისური ენისა და საერთაშორისო ტესტებისთვის მოსამზადებელი ცენტრი - "P/T/G" არის Kaplan International Colleges (KIC), University of Chester, David Game College University Foundation Programme (UFP) და Regents College London-ის ოფიციალური სააგენტო საქართველოში.

აღნიშნული სასწავლებლები საშუალებას იძლევიან:

აირჩიოთ თქვენთვის სასურველი პროგრამა დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა ქალაქებში;
ჩააბაროთ წინამოსამზადებელ პროგრამაზე - Foundation Programme;

გარანტირებულად გააგრძელოთ სწავლა ბაკალავრიატზე თქვენთვის სასურველ უნივერსიტეტში.  აღნიშნული პროგრამების კურსდამთავრებულებს გაუგრძელებიათ სწავლა ბაკალავრიატზე ისეთ ცნობილ უნივერსიტეტებში, როგორიცაა: City University of London - Cass Business School.
"P/T/G" თქვენ გაძლევთ საშუალებას შეხვდეთ ამ სასწავლებელთაგან ერთ-ერთის - Kaplan International Colleges (KIC)-ის წარმომადგენელს თბილისში. შეხვედრის განმავლობაში თქვენ შესაძლებლობა გექნებათ:

დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები, მიიღოთ ინფორმაცია უშუალოდ მოწვეული სტუმრისაგან, KIC-ის წარმომადგენლისაგან;

გაეცნოთ მოსამზადებელ პროგრამებზე სწავლის შესაძლებლობებს  და გაიგოთ დეტალები, თუ სად და როგორ შეგიძლიათ გააგრძელოთ ბაკალავრიატზე სწავლა დიდ ბრიტანეთში.

შეხვედრა გაიმართება ორშაბათს, 7 მაისს, 17:00 საათზე.

დასწრება უფასოა.
დასწრების მსურველებმა მოგვმართეთ წინასწარ - დაგვიკავშირდით მითითებულ საკონტაქტო ნომრებზე და ჩაეწერეთ 5 მაისამდე.
საბურთალოს ოფისი: აფაქიძის 15, I სად. IV სართ. (ოფისი მდებარეობს სპორტის სასახლესთან, "მაკდონალდსის" უკან)

ტელ: (+995 32)213440, (+995 32)213441, (+995 579)180008, (+995 579)211777
ელფოსტა: welcome@ptg-georgia.com
ვებ-გვერდი: http://www.ptg-georgia.com | http://www.facebook.com/ptg.georgia

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები