ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი

 2011 წლის 11–14 თებერვალს აბასთუმანში ილიას უნივერსიტეტი მართავს ზამთრის სკოლას ევროატლანტიკური ურთიერთობების შესახებ. სკოლა მოიცავს ყველა იმ მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხს, რომელიც დღეს დგას საქართველო-ევროკავშირისა და საქართველო-ნატოს ურთიერთობების დღის წესრიგში. აღნიშნული ზამთრის სკოლის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ამომწურავი და უახლესი ინფორმაცია საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანისა და ურთიერთობების პრიორიტეტული საკითხების შესახებ. ორგანიზატორებთან და უნივერსიტეტის პროფესორებთან ერთად შეხვედრებს წარუძღვებიან და უახლეს ინფორმაციას მოგვაწვდიან საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი პირები, ასევე შესაბამის სფეროებში მომუშავე პროფესიონალები და ექსპერტები.

ილიას უნივერსიტეტის ზამთრის სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი (winterschool.iliauni@gmail.com) 2011 წლის 5 თებერვლის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 898 77 01 90 (ნანა ბერუაშვილი); 895 64 00 85 (ანა დარახველიძე); 857 72 74 15(ოთარ ხუციშვილი).

ბანერები