ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

სამაგისტრო პროგრამა შავი ზღვის კულტურათმცოდნეობაში

საერთაშორისო ბერძნული უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას  შავი ზღვის კულტურათმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე 2011-2012 სასწავლო წლისათვის.

პროგრამა ერთწლიანია. სწავლა დაიწყება 2011 წლის ოქტომბერში.

პირველი სემესტრის განმავლობაში ყველა სტუდენტი დაესწრება ერთსა და იმავე სასწავლო კურსებს, მეორე სემეტრიდან კი მათ შეეძლებათ აირჩიონ ორი მიმართულებიდან ერთ-ერთი:

·         არქეოლოგიურ-ისტორიული მიმართულება

·         პოლიტიკურ-ეკონომიკური მიმართულება

საგანაცხადო დოკუმენტებია:

·         შვსებული სააპლიკაციო ფორმა და მოტივაციის წერილი (500 სიტყვა)

·         დიპლომის ასლი და ნიშნების ფურცელი

·         ორი სარეკომენდაციო წერილი

·         ორი ფოტო

·         ინგლისური ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი (TOEFL ან ELTS)

·         რეზიუმე

განაცხადების გაგზავნა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, თუმცა ადგილები შეზღუდულია და უპირატესობა ექნებათ მათ, ვინც უფრო ადრე გაგზავნის საბუთებს.

პროგრამის საფასურია 2.500 ევრო. შესაძლებელია სტიპენდიების მოპოვება ხარჯების ნაწილობრივ  დასაფარად.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

http://www.hum.ihu.edu.gr/index.php/courses/masters

ბანერები