ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

საკონფერენციო ნაშრომების კონკურსი

განცხადებები

გაეროს განვითარების პროგრამა და იურიდიული დახმარების სამსახური აცხადებენ საკონფერენციო ნაშრომების კონკურსს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამართლის სტუდენტებისთვის თემაზე: “მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა დემოკრატიულ საზოგადოებაში და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახური”.

კონკურსის მიზანია სტუდენტებში მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის, დაცვის უფლებისა და იურიდიული დახმარების სამსახურის შესახებ ცნობიერების ამაღლება, სტუდენტებს შორის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის, დაცვის უფლებისა და იურიდიული დახმარების სამსახურის შესახებ დისკუსიის ხელშეწყობა.

ნაშრომების გაგზავნის ბოლო ვადა: 10 მაისი 2010 წ. ბოლო ვადის გასვლის შემდეგ მიღებული ნაშრომები კონკურსზე არ დაიშვება.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დაბინავების, დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C220, ტელ: 822 29 47 11.

ბანერები