ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

სადიპლომო პროგრამა თეორიულ ფიზიკაში

აბდუს სალამის თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრი (ICTP) აცხადებს კონკურსს სადიპლომო პროგრამებზე 2011-2012 სასწავლო წლისათვის.

სადიპლომო პროგრამა შედგება ოთხი სპეციალიზებული მიმართულებისაგან:

·         კონდენსირებულ გარემოთა ფიზიკა

·         მაღალი ენერგიების ფიზიკა

·         დედამიწის სისტემების ფიზიკა

·         მათემატიკა

სადიპლომო პროგრამა შექმნილია ფიზიკისა და მათემატიკის მიმართულებების ახალგაზრდა კურსდამთავრებულთათვის განვითარებადი ქვეყნებიდან.

კანდიდატთა მაქსიმალური ასაკი: 28 წელი.

მინიმალური კვალიფიკაცია: მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (გამონაკლის შემთხვევებში განსაკუთრებულად წარმატებული ბაკალავრის დიპლომი) ფიზიკის, მათემატიკის ან მონათესავე მეცნიერებების სფეროში.

სადიპლომო კურსები გაიმართება ინგლისურ ენაზე, ამიტომ მონაწილეებს მოეთხოვებათ ინგლისურის სრულყოფილად ცოდნა.

პროგრამა მოიცავს პერიოდს 2011 წლის 1 სექტემბრიდან 2012 წლის 31 აგვისტომდე. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ აბდუს სალამის თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრის დიპლომი შესაბამის სფეროში.

შეირჩევა 10 წარმატებული კანდიდატი, რომლებიც სასწავლო წლის განმავლობაში მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას 800 ევროს ოდენობით. მათ აუნაზღაურდებათ მგზავრობის ხარჯებიც.

განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 31 დეკემბერი.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: http://diploma.ictp.it/application-admission/diploma-programme ან მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურს.

ბანერები