ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

Red Bull tum tum pa რიო-დე-ჟანეიროში

პირველი თავისუფალი დრამინგის შეჯიბრი სტუდენტებისათვის Red Bull tum tum pa გამარჯვებული ჯგუფი მსოფლიო ფინალში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება რიო-დე-ჟანეიროში.

მაქსიმუმ, სამი სტუდენტისგან შექმნილ ჯგუფებს შეუძლიათ, გამოიყენონ მხოლოდ საკლასო საკანცელარიო ნივთები (კალმები, ფანქრები, წიგნები, ჩანთები, მაკრატლები) და შეასრულონ შემოქმედებითი კომპოზიციები. საუკეთესო დრამერებს ჟიური შეარჩევს.

მონაწილეებს ეკრძალებათ სიმღერა, ბითბოქსი, მუსიკალური ინსტრუმენტების ან ისეთი ნივთების გამოყენება ჩართულ მდგომარეობაში, რომლებიც აღჭურვილია ხმის გამოსაცემი მოწყობილობებით.

შეჯიბრების დროს ჯგუფები წარმოადგენენ 60-წამიან კომპოზიციებს.

პირველი რაუნდი: "ქავერი"- ჟიურისთან წინასწარ შეთანხმებული ჰიტი, რომლის შესასრულებლად მონაწილეებს აქვთ 60 წამი.

მეორე რაუნდი: "ორიგინალური კომპოზიცია"- ჯგუფებმა უნდა აჩვენონ თავიანთი კრეატიულობა 60 წამში.

არანაირი შეზღუდვა, ნებისმიერი ჟანრი, ნებისმიერი სტილი. სულერთია, რას და როგორ უკრავთ, მთავარია აუდიტორიაც თქვენს რითმზე გადმორთოთ!

მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ სტუდენტს. რეგისტრაცია შესაძლებელია http://www.redbulltumtumpa-caucasus.com –ზე.

ბანერები