ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

პრეზიდენტის გრანტები ახალგაზრდა მეცნიერთათვის

რუსთაველის ფონდი აცხადებს კონკურსს ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის გრანტის მოსაპოვებლად შემდეგი სამეცნიერო მიმართულებებით:

ქართველოლოგიის მეცნიერებები

ჰუმანიტარული, სოციალური და ეკონომიკური მეცნიერებები

კონკურსი მიზნად ისახავს მეცნიერებაში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას და მათი სამეცნიერო პროექტების განხორციელების ხელშეწყობას საგრანტო დაფინანსების გზით. დაფინანსება განხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

საგრანტო კონკურსის პირობები:

ახალგაზრდა მეცნიერთათვის საქართველოს პრეზიდენტის სამეცნიერო საგრანტო კონკურსები ცხადდება მხოლოდ ფიზიკური პირებისათვის.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ 35 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე ახალგაზრდა მეცნიერებს (მაგისტრს, დოქტორანტს, დოქტორს და მათთან გათანაბრებულ პირებს).

კონკურსში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ ბაკალავრს, ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს.

საპროექტო განაცხადის წლიური ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 15000 ლარს.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული:

http://www.rustaveli.org.ge/index.php?module=multi&page=detals&multi_id=6&id=359

ან მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურს.

ბანერები