ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

მკვლევარ-ასისტენტის ვაკანსია

ციურიხის უნივერსიტეტის კვლევის კომპეტენციის ეროვნული ცენტრი: გამოწვევები დემოკრატიას 21-ე საუკუნეში (NCCR Democracy) კავკასიის შვეიცარიული აკადემიის ქსელთან (ASCN) ერთად აცხადებს ვაკანსიას მკვლევარ-ასისტენტის პოზიციაზე მონაცემთა შეგროვებისთვის ორი თვის ვადით 2010 წლის სექტემბრიდან.

შვეიცარიის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი ”ინსტიტუციონალური სტრატეგიები პოსტ-კონფლიქტური დემოკრატიზაციის პროცესისთვის” იკვლევს სამოქალაქო ომის შემდგომ სიტუაციებში დემოკრატიულ გარდაქმნებს.

მკვლევარ-ასისტენტს ევალება კავკასიის რეგიონში მონაცემთა შეგროვება, რაც გულისხმობს ინტენსიურ ინტერნეტ-კვლევას, ასევე კავშირის დამყარებას კავკასიის რეგიონის ადგილობრივ მედიასა და სახემწიფო ორგანოებთან საჭირო მონაცემების მოპოვების მიზნით.

კანდიდატს მოპოვებული უნდა ჰქონდეს მაგისტრის ხარისხი პოლიტიკურ ან მედია მეცნიერებებში, უნდა იცნობდეს ქართულ და ზოგადად კავკასიურ მედია სისტემებს, სრულყოფილად ფლობდეს ინგლისურ ან გერმანულ ენას.

მკვლევარ-ასისტენტი იმუშავებს კვლევის კომპეტენციის ეროვნული ცენტრის (NCCR) ციურიხის სათაო ოფისში. ანაზღაურება განსაზღვრულია 3.350 შვეიცარიული ფრანკით თვეში. ანაზღაურებას ექვემდებარება მგზავრობის ხარჯები.

განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 2010 წლის 9 ივნისი.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული:

http://www.ascn.ch/en/grants_scholarships/Research-Assistant.html

საკონტაქტო პირი:

Dr. Doreen Spörer-Wagner

NCCR Democracy

spoerer@nccr-democracy.uzh.ch

ბანერები