ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

მაგისტრებისთვის: ფინანსური დავალიანების შესახებ

”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ’ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2010  წლის 20  აპრილის № 27/ნ  ბრძანების ”საჯარო სამართლის იურიდიული პირის ილიას  სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების დამტკიცების შესახებ”  მე-18 მუხლის პირველი პუნქტისა და მეორე პუნქტის ”ი” ქვეპუნქტის საფუძველზე

ვბრძანებ

  1. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს,  რომლებსაც ერიცხებათ უნივერსიტეტის მიმართ ფინანსური დავალიანება, ეძლევათ გაფრთხილება, დაფარონ სწავლის საფასური ხელშეკრულებაში მითითებულ ვადებში;
  2. აღნიშნული  სტუდენტები,  რომლებიც არ დაფარავენ სწავლის საფასურს ამ ბრძანებაში მითითებულ ვადებში, არ დაიშვებიან დასკვნით გამოცდებზე  და ნაშრომის დაცვაზე;
  3. ამ ბრძანებით  განსაზღვრულ სტუდენტებს 11 ივნისის შემდეგ დამატებითი  გაფრთხილების  გარეშე  შეუჩერდებათ სტუდენტის სტატუსი,  რაც გულისხმობს,  რომ ისინი ვერ მიიღებენ მაგისტრის  ხარისხს სტუდენტის სტატუსის აღდგენამდე;
  4. სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სტატუსი აღუდგებათ  მხოლოდ სწავლის საფასურის სრულად გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ;
  5. დაევალოს უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, ბრძანება განათავსოს უნივერსიტეტის ვებგვერდზე;
  6. დაევალოს კანცელარიას, ბრძანების ასლები მიაწოდოს  ბიზნესისა და სამართლის  ფაკულტეტს, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ფაკულტეტს, ფინანსურ სამსახურს, აღრიცხვა-ანგარიშგების დეპარტამენტს, საფინანსო სამმართველოს, იურიდიულ სამსახურს და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
სერგო რატიანი

ბანერები