ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

გიწვევთ საზაფხულო სკოლაში

5-17 ივლისს ქალაქი ბათუმი მასპინძლობს საზაფხულო სკოლას ”კონსტიტუციური და ადამიანის უფლებათა სამართალი”.

საზაფხულო სკოლა შედგება ორი ალტერნატიული მოდულისგან: 1) საკუთრების უფლება, 2) ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში. ლექციებსა და სემინარებს გაუძღვებიან ქართველი და უცხოელი ლექტორები, მათ შორის შეერთებული შტატების ფედერალური სასამართლოს მოსამართლეები; ქუინის, უტრეხტის, სასექსის და კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორები.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და ევროპული სამართლის აკადემია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობით იწვევს დაინტერესებულ სტუდენტებს საზაფხულო სკოლის შასარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. კანდიდატი უნდა იყოს იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტი ან უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე კურსდამთავრებული და თავისუფლად ფლობდეს ინგლისურ ენას.

საზაფხულო სკოლაში ჩარიცხვის მსურველებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ cv და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე ( არაუმეტეს 300 სიტყვისა ) 11 ივნისს 18:00 საათამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: summerschool@iliauni.edu.ge და const@constcourt.ge

სამოტივაციო წერილში აუცილებლად მიუთითეთ, საზაფხულო სკოლის რომელ მოდულს გსურთ, რომ დაესწროთ. პირველადი შერჩევა მოხდება წარმოდგენილი მონაცემებისა და სამოტივაციო წერილის საფუძველზე. შერჩეული კანდიდატები გაივლიან ტესტირებას ინგლისურ ენაში და გასაუბრებას.

საზაფხულო სკოლის სტუდენტები უზრუნველყოფილნი იქნებიან ტრანსპორტირებითა და საცხოვრებელი პირობებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქ. თბილისი, ტელ: +95 (93) 30 10 74 - სოფიო შუბლაძე; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ქ. ბათუმი, ტელ: + 995 (222) 7 66 46 / 761 64 - დემურ კეზევაძე.

ბანერები