ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

გერმანიის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია (IPS)

გერმანიის ბუნდესტაგი ბერლინის სამ უნივერსიტეტთან ერთად აცხადებს კონკურსს საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის (IPS) მოსაპოვებლად.

პროგრამის ფარგლებში პოლიტიკური საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ეძლევათ საშუალება, გაიარონ პრაქტიკა ბერლინში და გაეცნონ გერმანიის საპარლამენტო მმართველობის სისტემას. პროგრამის ხანგრძლივობაა 5 თვე.

გამარჯვებულ კანდიდატებს დაენიშნებათ ყოველთვიური სტიპენდია 450 ევროს ოდენობით. გარდა ამისა, გერმანიის ბუნდესტაგი ფარავს მგზავრობის, ბინისა და დაზღვევის ხარჯებს.

აუცილებელი მოთხოვნები:

- უმაღლესი სასწავლებლის დიპლომი;
- გერმანული ენის სრულყოფილი ცოდნა;
- გერმანიის პოლიტიკის, საზოგადოებისა და ისტორისს ცოდნა;
- 30 წლამდე ასაკი სასტიპენდიო პროგრამის დასაწყისში.

დაინტერესებულმა პირებმა საბუთები უნდა ჩააბარონ ორ ეგზემპლარად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოში 2012 წლის 30 ივნისამდე.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ www.bundestag.de/ips ან მიმართეთ ქალბატონ თეა ვარდოსანიძეს საელჩოში (ku-1000@tifl.diplo.de).

ბანერები