ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

გაეროს სემინარი

გაეროს საინფორმაციო ცენტრის აცხადებს საბუთების მიღებას 2010 წლის 5 - 23 ივლისისთვის დაგეგმილ სემინარზე: "გაერთიანებული ერები: ერობლივი ბრძოლა კლიმატის ცვლილებასთან საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად".

სემინარის მიზანია, შესაძლებლობა მისცეს ინტერნაციონალურ ჯგუფს სიღრმისეულად გაიაზრონ გაერთიანებული ერებისა და მასთან დაკავშირებული სააგენტოების პრინციპები, დანიშნულება და საქმიანობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და პირველწყაროდან მიიღონ მასზე დაკვირვებისა და შესწავლის შედეგები.

ამ პროგრამაში მონაწილეობა უფასოა. თუმცა, მსურველმა თავად უნდა იზრუნოს მგზავრობის, საცხოვრებელ და სხვა ხარჯებზე.

გაერთიანებული ერების კომიტეტი წარმოდგენილი განაცხადებიდან შეარჩევს სემინარის 100 მონაწილეს.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 12 მარტი.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდები:
www.unog.ch/gsp_eng (ინგლისური ვარიანტი)
www.unog.ch/gsp_fr (ფრანგული ვარიანტი)

ან მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი № F 306
ტ: 899 21 16 70
(ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

ბანერები