ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განცხადებები

ევრაზიული სამართლის შედარებითი კვლევები

განცხადებები

უცხოური და ინტერნაციონალური კერძო სამართლის მაქს პლანკის ინსტიტუტი ფოლკსვაგენის ფონდის ხელშეწყობით აცხადებს კონკურსს ახალგაზრდა სამართალმცოდნეთათვის კავკასიის და შუა აზიის ქვეყნებიდან.

გამარჯვებულ კანდიდატებს საშუალება ეძლევათ განახორციელონ კვლევა გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგში მაქს პლანკის ინსტიტუტში 9 თვის განმავლობაში. კვლევის შედეგად უნდა დაიწეროს ნაშრომი გერმანულ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე, რომელშიც ასახული იქნება კანდიდატის მიერ საკუთარი ქვეყნის სამართლის რომელიმე სფეროს ანალიზი შედარებითი სამართალმცოდნეობის კუთხით. კანდიდატებს მოეთხოვებათ გერმანული ან ინგლისური ენის კარგად ცოდნა.

სტიპენდიის რაოდენობა ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხის  მქონეთათვის განსაზღვრულია თვეში 1.400 ევროთი, ხოლო დოქტორებს ან მკვლევარებს, რომელთაც კვლევის დიდი გამოცდილება აქვთ გადაეცემათ სტიპენდია თვეში 2.100 ევრო. დამატებით ანაზღაურებას ექვემდებარება მგზავრობის ხარჯები (მაქს. 800 ევრო).

პროგრამის პირველ ეტაპზე შეირჩა სამი კანდიდატი, რომლებიც 2010 წლის ოქტომბერში გაემგზავრებიან გერმანიაში. მეორე ეტაპზე შერჩეული კანდიდატები გერმანიაში 2011 წლის იანვარში გაემგზავრებიან, განაცხადების მიღების ბოლო ვადა კი 2010 წლის 1 სექტემბერია. შერჩევის კრიტერიუმები და აპლიკაციისთვის საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: http://www.mpipriv.de

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურს.

ბანერები